საბაჟო გამშვებ პუნქტზე “წითელ ხიდი” 11 კაფსულა ლირიკა LYRICA(Pregabalin) 75mg აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟოს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ეჭვის საფუძველზე ავტობუსისა და საბარგო განყოფილებაში მოთავსებული მგზავრთა ბარგის დეტალური დათვალიერება განხორციელდა. შემოწმების შედეგად ერთ-ერთ მგზავრს, კერძოდ თურქეთის მოქალაქეს, კარატაშ მ-ს ბარგში ფსიქოტროპული საშუალება LYRICA(Pregabalin) 75mg 11 კაფსულა გამოვლინდა.
საქმის მასალები შემდგომი მოკვლევისათვის შესაბამის ორგანოს გადაეცა.
14.06.13