დედაქლაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე და ფრაქცია „ქართული ოცნება –კონსერვატორების“ თავმჯდომარე დავით უთმელიძე ჭადრაკის ფედერაციის ჟურნალის „საჭადრაკო სამყაროს“ პრეზენტაციას დაესწრნენ. გიორგი ალიბეგაშვილმა ფედერაციის წარმომადგენლებს ჟურნალის პირველი ნომრის გამოცემა მიულოცა და ამასთან, მოწვეულ სტუმრებს 13 ივნისს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა სოლიდარობისათვის მადლობა გადაუხადა. ,,მისასალმებელია, რომ ჩვენი საზოგადოება ასე აქტიურად არის ჩართული იმ პროცესებში, რასაც ჩვენი თანამოქალაქეების სოლიდარობა ჰქვია. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ თბილისის საკრებულოს კოალიცის „ქართული ოცნება“ ინიციატივით, გამოინახა შიდა რესურსი და 200 000 ლარის ოდენობის თანხა სტიქიით დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება“,-განაცხადა წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ. პრეზენტაციის პარალელურად, რომელიც ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა, ქართველი ლეგენდარული მოჭადრაკეების ავტოგარფებით საჭადრაკო ლიტერატურის, ჟურნალებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ჟურნალ „საჭადრაკო სამყაროსა“ და დღეს გაყიდული სუვენირებიდან შეგროვილი თანხა თბილისის სტიქიით დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება.