ქართველი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი ბაქოს ევროპული თამაშების პირველი გამარჯვებული გახდა.
ჭრიკიშვილმა 81კგ წონის ფინალურ დაპირისპირებაში რუსი ივან ნაფონტოვი დაამარცხა. შეხვედრა ქართველი ძიუდოისტის უპირატესობით წარიმართა, რაც საბოლოო გამარჯვებაში აისახა. ეს ევროპულ თამაშებზე პირველი ოქროა.
დღესვე, ასევე ძიუდოში 73 კგ წონით კატეგორიაში, ნუგზარ ტატალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.