საქართველოს მთავრობის კანცელარიაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის მეოთხე სხდომა გაიმართა.
კომისიამ განიხილა ოთხი რელიგიური ორგანიზაციის – სომეხთა სამოციქულო ეკლესიის, იუდეველ თემის, მუსლიმური თემის და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შემოსული წინადადებები ქონებრივ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით.
რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დააკმაყოფილა სომეხთა სამოციქულო ეკლესიის თხოვნა ბათუმში მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე. დაკმაყოფილდა, აგრეთვე, იუდეველთა ებრაული თემის თხოვნა და მათ გადაეცა 3 სინაგოგა. მუსლიმ თემს მათივე თხოვნის საფუძველზე კომისიამ გადასცა 6 მეჩეთი აჭარაში.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შემოსული 50 თხოვნიდან უარი ეთქვა 7-ს, ხარვეზი დაუდგინდა 16-ს, და დაკმაყოფილდა 27.
ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შესვენებაზე გამოსულმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და დამსწრე კონფესიების წარმომადგენლებმა განცხადებები გააკეთეს.
ზაზა ვაშაყმაძე – „მინდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით მადლობა გადაუხადა საქართველოში არსებულ ყველა ძირითად და ტრადიცულ კონფესიების წარმომადგენელებს, რომელებიც გვერდით დაუდგნენ სახელმწიფოს ამ ტრაგიკულ დღეებში. მწუხარება გამოხატეს თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და გაუწიეს ფულადი თუ ეკოლოგიური სახის დახმარება დაზარალებულებს.
რაც შეეხება სხდომას. აქ განიხილეს ებრაული თემის, მუსლიმი თემის, სომხური ეკლესიის და მართმადიდებლური ეკლესიის საკითხები. ებრაულ თემს გადაეცა სამი სინაგოგა, მუსლიმ თემს, ხულოს რაიონის სხვადასხვა სოფლებში 6 მეჩეთი. გაიცა რეკომენდაცია სომხურ ეკლესიას გადაეცეს ბათუმში არსებული სომხური ეკლესიის უკან მდებარე მიწა. რაც შეეხება მართმადიდებლურ ეკლესიას 50-მდე საკითხი განიხილება.“
ბეგლარ ქამაშიძე დასავლეთ საქართველოს მუფთი – „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ განიხილა და გაითვალისწინა მუსლიმი თემის განცხადებები, რომ მეჩეთები, რომლებიც იყო დასარეგისტრირებელი და არ ქონდათ იმის საშუალება გაჭირვების დროს შუქი აენთოთ, არის მზაობა, რომ დაუბრუნდეს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს. მთლიანობაში 66 მეჩეთია გადმოცემული, ოთხი კომისიის შედეგად. დღეს სხდომამ გამოიტანა 6 მეჩეთის განაჩენი და გადმოგვეცა: ხულოს რაიონის სოფელები: ირემაძეები, ფაჩხა, რაკთა, მთისუბანი, ძმაგულა და კალოთის მეჩეთბი.
მე, მადლობა მინდა გადავუხადო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელობას, უშუალოდ ბატონ ზაზას, რომ ასეთ პრობლემურ დღეეებში მუშაობს, რომ ყველა კონფესიებს ამოუდგეს მხარში.
ჩვენ, მუსლიმთა თემი თანადგომას და ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ, რაც თბილისში მოხდა. ეს არის ყველა ქართველის გულისტკივილი. მუსლიმთა საამართველომ რაც შეეძლო და რასაც შევძლებთ გვერდში დავუდგებით ჩვენს ქართველ ძმებს და დებს. ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო. ღმერთმა გვაშოროს ასეთი ტრაგიკული დღეები.“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი – დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი: „რამდენიმე საათია ვმსჯელობთ ეკლესიებისთვის ფინანსური დახმარების თაობაზე. ხარვეზია დადგენილი რამდენიმე ტაძართან დაკავშირებით,რაც განპირობებულია განსახორციელებელი სამუშაოების ხარვეზთან, თუ რა სამუშაოები უნდა შესრულდეს იმ თანხით, რომელიც გამოიყო ამ თუ იმ ეკლესიისათვის დასახმარებლად. და ისინი დავაბრუნეთ უკან შემდგომი განხილვბისათვის. რიგი საკითხები დადებითად გადაწყდა- ეკლესიებს სრულად ქონდათ აღწრილი რაში დაიხარჯება ის თანხა , რომელსაც სახელმწიფო გამოუყოფს მათ.“
მასალა მოამზადა
სოფო ნინიკაშვილმა