დუბლინის წმ. მაქსიმე აღმსარებლის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მსახურება გაიმართა, რომელიც თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა.
მსახურებას ირლანდიის პრეზიდენტი მაიკლ ჰიგინსი დაესწრო. დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ასევე ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსისა და ირლანდიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები. მსახურების შემდეგ, ირლანდიის პრეზიდენტი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს გაესაუბრა და ირლანდიელი ხალხის სახელით მწუხარება გამოთქვა თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო.
თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურება ირლანდიაში ქართული ეკლესიის წინამძღვრის დავიდ ლონერგანის და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა.