ზაფხულისა და მზის ხსენებაზე, ალბათ ყველა კარგ განწყობაზე დგება, თუმცა რეალურად, როცა ტემპერატურა იმატებს და სიცხეც ნორმის ფარგლებს სცდება, ამ შემთხვევაში განწყობაც გვეცვლება და გვიჩნდება კითხვები, კიდევ რამდენი გრადუსით მოიმატებს ტემპერატურა? როდემდე შენარჩუნდება სიცხეები? “თბილისი თაიმსს” არნიშნულ კითხვებზე გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტოროლოგიური პროგნოზების ცენტრის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ უპასუხა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხელი ზაფხული გველოდება, რომ ივლის-აგვისტოში შესაძლებელია დაფიქსირდეს 40-41 გრადუსი სიცხე, თქვენ რას გვეტყვით, რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს? როგორია თქვენი პროგნოზი?
– ზოგადად კლიმატურ ნორმასთან შედარებით, წლევანდელი ზაფხული უნდა იყოს ცხელი, ზუსტად არ არის ცნობილი დაფიქსირდება თუ არა 40-41 გრადუსი სიცხე, თუმცა ამ დღეებში ველოდებით, რომ ტემპერატურა დაახლოებით 37-38 გრადუსამდე მოიმატებს.
როდემდე შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა?
– მაღალი ტემპერატურა დაახლოებით ივლისის ბოლომდე შენარჩუნდება. ზუსტად ვერ ვაკონკრეტებთ რადგან აღქმის მეთოდი არ გვაძლევს ამის საშუალებას, თუმცა ალბათობის 50 %-ით უნდა იყოს ცხელი ზაფხული
რას ურჩევდით მოქალაქეებს, რომელ საათებში არ არის რეკომენდირებული მზეზე სიარული, რომელ საათებში ფიქსირდება ყველაზე მაღალი ტემპერატურა?
– ყველაზე მაღალი ტემპერატურა ფისქირდება 1-5 საათამდე, აქედან გამომდინარე მოქალაქეებს ვურჩევდი ამ დროს თავი მოარიდონ მზეს.
ესაუბრა
სალომე აფხაზაშვილი