პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრი ალეკო შალამბერიძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, შალამბერიძემ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ოპერაცია გაიკეთა. პოლიტიკოსს ოპერაციის შემდგომი პერიოდი გაურთულდა და გარდაიცალა. ლექსანდრე შალამბერიძე 1999-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2004-2009 წლებში იყო “ნაციონალური მოძრაობის” წევრი.