ქართველი ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბილდონის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა. პრესტიჟული შეჯიბრის მეორე წრის მატჩში მე-15 ნომრად განთესილ ფელისიანო ლოპესს შეხვდა და მეტოქე ხუთ სეტში 7-5, 3-6, 6-3, 2-6, 6-4 დაამარცხა.
შეხვდრა 2 საათსა და 57 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილი ამ გამარჯვებით უიმბილდონის მეთექვსმეტედფინალში გავიდა, სადაც ესპანელ ჩოგბურთელს- მე-20 ნომრად განთესილ რობერტო ბაუტისტა-აგუტს დაუპირისპირდება.