• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
შაბათი, ივნისი 25, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home მთავარი მოვლენები

ციხის სკანდალის საქმეზე განაჩენი გამოტანილია

2013/06/17
in მთავარი მოვლენები, სამართალი
1 0
7
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 ივნისს განაჩენი გამოიტანა ციხის სკანდალთან დაკავშირებულ საქმეზე, რომელსაც შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებამდე ჰქონდა ადგილი მას შემდეგ, რაც 2012 წლის სექტემბერში პატიმართა წამების შოკისმომგვრელი ვიდეოჩანაწერები აჩვენეს ტელევიზიით.

სასჯელაღსრულების სისტემის 17 ყოფილ თანამშრომელს, რომელთაგანაც ბევრი ვიდეოჩანაწერების გავრცელებიდან მალევე დააპატიმრეს, გლდანის N8 დაწესებულების პატიმართა წამება და არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა ედებოდათ ბრალად.

სასამართლომ დამნაშავედ ცნო ექვსი მათგანი, რომელთაც სხვადასხვა ვადიანი პატიმრობა შეეფარდათ; რვა პირის მიმართ სხვადასხვა პირობებით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება; ხოლო ორ პირის მიმართ სასამართლომ წარდგენილი ბრალდება გადააკვალიფიცირა სხვა მუხლზე და მათი მსჯავრდება მოხდა დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის.

ამ 17 პირიდან ერთს, ვლადიმერ ბედუკაძეს, არანაირი სასჯელი არ შეეფარდა მას შემდეგ რაც მასთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა.

ბედუკაძემ, რომელსაც პატიმართა არაადამიანურ მოპყრობაში ედებოდა ბრალი, აღიარა, რომ პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოები მის მიერ იყო გადაღებული. იმ დროს, როდესაც ვიდეოები 2012 წლის სექტემბერში ტელევიზიით გაუშვეს, ბედუკაძე ბელგიაში იმყოფებოდა და საქართველოში 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაბრუნდა; იგი დააკავეს, თუმცა 2 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.

„საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებული ვლადიმერ ბედუკაძე,  მიუხედავად მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტის არსებობისა, ’’განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ’’ საპროცესო შეთანხმების შედეგად, გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან“, – განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 ივნისს განაჩენის გამოტანის შემდეგ.

ბრალდების მხარის ამგვარი შუამდგომლობა მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა ერთი კვირის წინ ბედუკაძის შესახებ საუბრისას, რომ მას აქვს უფლება ბედუკაძეს ბრალდებები მოუხსნას იმის საფუძველზე, რომ ეს უკანასკნელი საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში „სისტემური დანაშაულების“ გამოვლენაში დაეხმარა.

 

„ამ ადამიანმა თავისი ხელით წარმოადგინა ეს კადრები და რომ არა მის მიერ ამ კადრების წარმოდგენა, ის ისევ უდანაშაულო იქნებოდა და ჩვენთვის, დანარჩენი საზოგადოებისთვის ამ ქმედების შესახებ უცნობი იქნებოდა“, – განუცხადა კბილაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს 7 ივნისს.

„ამ კადრებმა გადაარჩინა ათასობით პატიმარი მომავალში წამებისა და ცემისაგან“, – განაცხადა კბილაშვილმა, რომელმაც უარყო ბრალდებები, რომ ბედუკაძემ მხოლოდ მას შემდეგ გაასაჯაროვა ვიდეომასალა, რაც კოალიცია ქართული ოცნებისგან ფული აიღო; კბილაშვილმა განაცხადა, რომ ბედუკაძე პირადი ინტერესის გარეშე მოქმედებდა.

საქმის არსებითი განხილვა დახურულ სასამართლო სხდომებზე მიმდინარეობდა, როგორც სასამართლომ განაცხადა, „პროცესის მონაწილეთა პირადი საიდუმლოების დაცვის მიზნით“.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს გაგა მკურნალიძეს 3 წლის,  4 თვის და  15 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა; მას ასევენ ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლის და 6 თვის ვადით, ასევე განესაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.

გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილ უფროსს დავით ხუჭუას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა  3 წლის და  3  თვის ვადით და  1 წლით 6 თვით  ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ასევე დაეკისრა  ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

იმავე დაწესებულების უფროსის ყოფილ მოადგილეს ვიქტორ ყაჭეიშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 3 თვის ვადით და 1 წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ასევე განესაზღვრა ჯარიმა  2 000 ლარის ოდებით.

იმავე დაწესებულების კიდევ ორ თანამშრომელს,  ოლეგ ფაცაციას და ლევან ფურცხვანიძეს 6 წლის და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

გიორგი კვარაცხელიას სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა  3 წლის ვადით და  ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

რვა პირი, რომელთა მიმართ სხვადასხვა პირობებით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, არიან: მამუკა ჩხიტუნიძე და ლევან ფხალაძე, რომელთაც ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯათ; კობა ჩიკვატიას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა  2 წლის ვადით და  ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით; გურამ ცომაიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და  6 თვის ვადით და  ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით; ბორის ფარულავას და მანუჩარ ლომთაძეს სასჯელის სახედ განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით  (რომელიც მათ უკვე მოიხადეს წინასწარ პატიმრობაში); ამ უკანასკნელს 2 000 ლარის ჯარიმაც დაეკისრა; ალექსანდრე ჯანჯღავას და  დავით მეცხოვრიშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა  6 თვის ვადით და ჯარიმა 2 000 ლარი, მათ თავისუფლება აღეკვეთათ სასამართლო სხდომის დარბაზში, ვინაიდან ისინი ამ იმყოფებოდნენ წინასწარ პატიმრობაში.

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ გადაეკვალიფიცირებინა ბრალდებები ციხის ორი ყოფილი თანამშრომლის, თემურ ჭაჭიას და მათე ელბაქიძის მიმართ და მათი მსჯავრდება მოხდა დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის. ორივე მათგანს სასჯელის სახედ განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა  1 წლის და 6 თვის ვადით და ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით თითოეულს.

17.06.13

fb-share-icon
Tweet
Tags: ციხის სკანდალის საქმეზე განაჩენი გამოტანილია
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

“ლონდონი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალი მსოფლიო ომის შემთხვევაში დაიბომბება” –  პუტინის მოკავშირე  
ახალი ამბები

“ლონდონი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალი მსოფლიო ომის შემთხვევაში დაიბომბება” – პუტინის მოკავშირე  

2022/06/24
24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა
ახალი ამბები

24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა

2022/06/24
უმძიმესი მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ – არცერთი რეალური, ძლიერი ოპოზიციური არხი არ არსებობდა ქვეყანაში და დღეს ეს ადამიანები გამოდიან და თავისუფალ მედიაზე გვესაუბრებიან 
ახალი ამბები

დეოლიგარქიზაციის საკითხზე ბრიუსელისგან განმარტებას მოვითხოვთ – ღარიბაშვილი

2022/06/24
Next Post

შსს-მ სამეგრელოში იარაღისა და საბრძოლო მასალების სამალავი აღმოაჩინა

ნოდარ ხადური ადასტურებს რომ ჩხარტიშვილის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს

გამოცდის ტესტებს დღეს რეგიონების პოლიციის მთავარ სამმართველოებში გადაიტანენ

Discussion about this post

ახალი ამბები

“ლონდონი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალი მსოფლიო ომის შემთხვევაში დაიბომბება” –  პუტინის მოკავშირე  
ახალი ამბები

“ლონდონი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალი მსოფლიო ომის შემთხვევაში დაიბომბება” – პუტინის მოკავშირე  

2022/06/24
0

ლონდონი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალი მსოფლიო ომის შემთხვევაში დაიბომბება - ეს განცხადება პუტინის ახლო მოკავშირემ, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ანდრეი გურუევმა გააკეთა. "ჩვენ გავანადგურებთ...

სრულად
24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა

24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა

2022/06/24
უმძიმესი მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ – არცერთი რეალური, ძლიერი ოპოზიციური არხი არ არსებობდა ქვეყანაში და დღეს ეს ადამიანები გამოდიან და თავისუფალ მედიაზე გვესაუბრებიან 

დეოლიგარქიზაციის საკითხზე ბრიუსელისგან განმარტებას მოვითხოვთ – ღარიბაშვილი

2022/06/24
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებას უფასოდ გაუწევს 

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებას უფასოდ გაუწევს 

2022/06/24
ციფრებით ხატვა, ალმასების მოზაიკა – განსატვირთი პროდუქტები “მშვიდი”-სგან 

ციფრებით ხატვა, ალმასების მოზაიკა – განსატვირთი პროდუქტები “მშვიდი”-სგან
 

2022/06/23
თერჯოლელი ახალგაზრდა მუშაობას Google-ში დაიწყებს 

თერჯოლელი ახალგაზრდა მუშაობას Google-ში დაიწყებს 

2022/06/23
ჩემი ქალიშვილი რატომ აგებს პასუხს იმაზე, მე რას ვიღებ?! – გოგი ხოშტარია  

ჩემი ქალიშვილი რატომ აგებს პასუხს იმაზე, მე რას ვიღებ?! – გოგი ხოშტარია  

2022/06/23

საინტერესო

“-20%”-ღვინო, რომლის ჩამოსხმის იდეა საოკუპაციო ხაზმა განსაზღვრა

“-20%”-ღვინო, რომლის ჩამოსხმის იდეა საოკუპაციო ხაზმა განსაზღვრა

3 წელი ago

თავდაცვის მინისტრი კახეთში მომხდარი ავარიის ადგილზე ჩავიდა

6 წელი ago
კინოთეატრ „რუსთაველის” წინ დღეს რეზო ესაძის ვარსკვლავი გაიხსნება

კინოთეატრ „რუსთაველის” წინ დღეს რეზო ესაძის ვარსკვლავი გაიხსნება

3 წელი ago
ირაკლი ღარიბაშვილი წელს მოლდოვას ეწვევა

ირაკლი ღარიბაშვილი წელს მოლდოვას ეწვევა

7 წელი ago

კალენდარი

ივნისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მაი    

სიახლეები

  • “ლონდონი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალი მსოფლიო ომის შემთხვევაში დაიბომბება” – პუტინის მოკავშირე   2022/06/24
  • 24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა 2022/06/24
  • დეოლიგარქიზაციის საკითხზე ბრიუსელისგან განმარტებას მოვითხოვთ – ღარიბაშვილი 2022/06/24

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In