სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა აგლაძის ქუჩაზე მდებარე ხორცის საბითუმო სარეალიზაციო N4 მაცივრიდან 60 კგ საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს.
ხორცს არ ჰქონდა დამღა, ანუ საქონელს არ ჩატარებია დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა. შესაბამისად, რეალიზატორმა დოკუმენტური შემოწმებისას ვერ წარმოადგინა ვეტერინარული მოწმობა ფორმა N2, რის გამოც დაჯარიმდა 1000 ლარით. ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.