ბათუმმა კიდევ ერთ საერთაშორისო ჩემპიონატს უმასპინძლა – „Open Batumi – 2015“, სადაც 8 ქვეყანა ასპარეზობდა: საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, სასომხეთი, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, ირანი. ჩემპიონატი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატრდა, რაზეც ისიც მეტყველებდა, რომ მონაწილე სპორტსმენთა რაოდენობა 600-ზე მეტი იყო. მათი უმეტესობა მონაწილე ქვეყნების ეროვნული ნაკრებების პირველი ნომრები იყვნენ და ასპარეზობაც სანახაობრივი და დაძაბული გახლდათ.
„Open Batumi – 2015“-ს ბათუმის „ბასკოს“ სპორტულმა დარბაზმა უმასპინძლა.
ორგანიზატორების, – საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის, აჭარის სპორტის სამინისტროს და აჭარის მერიის თქმით, ჩემპიონატმა მაღალი სტანდარტები აჩვენა და მომავალ წელს ტრადიციული ჩემპიონატი, „Open Batumi – 2015“ უფრო განსხვავებული და სანახაობრივი უნდა იყოს.
„საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველო ამჯერადაც პირველ ადგილას გავიდა. გარდა ამისა, პირადულ ასპარეზობებშიც და გუნდურებშიც კმაყოფილები ვართ ჩვენი მიღწეულით. სამომავლო გეგმები უკვე დავსახეთ ეროვნულ ნაკრებთან მიმართებაში და „Open Batumi – 2015“-ის ჩასატარებლად დღეიდან ვიწყებთ სამზადისს, რომ მომავალი წელი უფრო საინტერესოდ და წარმატებულად ჩავატაროთ“, – განაცხადა ბათუმიდან დაბრუნებულმა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ.
შედეგები:
1 ადგილი – ბელიავსკი ნიკიტა 14-15 წლები -57კგ; 1 ადგილი – დიმიტრი კუჩერენკო 14-15 წლები -61კგ; 1 ადგილი – ოთარ ანთაძე 16-17 წლები (ღია კატეგორია); 1 ადგილი – შოთა აბუაშვილი 14-15 წლები -52კგ; 1 ადგილი – თამარ თურმანიძე 16 -17 წლები (ღია კატეგორია); 1 ადგილი – დიანა დარჩიაშვილი +18 წლები – კატა; 1 ადგილი – გიორგი კეჭეხმაძე 16-17 წლები -68კგ; 1 ადგილი – საბა ცაავა 12-13 წლები – კატა; 1 ადგილი – გიორგი ტყებუჩავა +18 წლები -60კგ.
ნუგზარ ჭიაბერაშვილი,
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი