საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14-15 ივლისს საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი სოფელ ხურვალეთს ეწვევა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ განუცხადა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ეს დონალდ ტუსკის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.
“14 ივლისს დონალდ ტუსკი ეწვევა ბათუმს, სადაც გამართავს შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დაათვალიერებს ბათუმს. 15 ივლისს უკვე შეხვედრები გაიმართება თბილისში. ტუსკი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, დონალდ ტუსკი მოინახულებს საოკუპაციო ხაზს, სოფელ ხურვალეთში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო განვითარებების ფონზე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტისას განხილვის თემა იქნება საქართველოს ევროპული დღის წესრიგი, რიგის სამიტის შედგომი ამოცანები, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები და არსებული პროგრესი”,- განაცხადა დავით კერესელიძემ.
მისივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტუსკი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება.