რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი ავსტრიის ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამინისტროსა და ავსტრიული ინფრასტრუქტურული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე სტუმრებს სამინისტროს მიერ დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გააცნეს.
როგორც “თბილისი თაიმსს” სამინისტროდან აცნობეს, ავსტრიელებმა ქართველ კოლეგებს საკუთარი საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ისაუბრეს თავიანთი გამოცდილების შესახებ წყალმომარაგებისა, მყარი ნარჩენების მართვის სფეროში და საქართველოში დაგეგმილ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
მათიცე ცნობით, აღნიშნული შეხვედრა იმ მემორანდუმის საფუძველზე შედგა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ავსტრიის ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ფედერალურ სამინისტროს შორის, ავსტრიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს, თანამშრომლობას ნარჩენების მართვის, საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების ტექნოლოგიების მიმართულებით.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს.