საქართველოს მენეჯერთა ასოციაცია პარასკევს, 17 ივლისს 11:00 საათზე სასტუმრო თბილისი მერიოტში (დარბაზი სანადიმო) გამართავს შეხვედრას საბერძნეთის კრიზისის თემაზე.
როგორც „თბილისი თაიმსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს, შეხვედრას წარუძღვება 20/30-ის ექსპერტი მიხეილ დუნდუა. მათივე ცნობით, შეხვედრის პირველ ნაწილში გაიმართება პრეზენტაცია მოხსენების სახით, სადაც წარმოდგენილი იქნება საბერძნეთის ამჟამინდელი მდგომარეობა, არსებული კრიზისის გამომწვევი მიზეზები, განიხილება კრიზისის გავლენა საქართველოსთან მიმართებაში, ხოლო შემდეგ გაიმართება დისკუსია/მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე.
შეხვედრას დაესწრებიან ეკონომიკის ექსპერტები, დოქტორები, მოწვეული სტუმრები და ახალგაზრდები.
მოხსენების დასრულების შემდეგ, გაიმართება დისკუსია ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის.
შეხვედრა ტარდება ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზ „დოქტრინას“ და სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით.