ყველას მოგვეხსენება, რომ თვალის ირგვლივ არსებული კანი ძალიან ფაქიზია და იმისთვის, რომ მის ირგვლივ ნაოჭები არ წარმოიქმნას, შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული ეფექტური რჩევა გაითვალისწინოთ:
საჭირო მასალა:
ოხრახუში
კარტოფილი
ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
ოხრახუშის ნახარშს დაასხით 0,5 ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 15 წუთით და გაწურეთ. 1 სუფრის კოვზ უმ გახეხილ კარტოფილს შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და გაგრილებული ოხრახუშის ნაყენი. ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და გადაიტანეთ მარლის ნაჭერზე, დაიდეთ თვალებზე 15 წუთით. ნიღბის მოშორების შემდეგ სახე არ დაიბანოთ. ნიღაბი გაიკეთეთ რამდენიმე დღე ყოველ საღამოს.
მასალა მოამზადა
სალომე აფხაზაშვილმა