სს „თელასმა“ კომისიას სატარიფო განაცხადით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზეა განთავსებული.
სემეკმა დღეს უკვე მიიღო გადაწყვეტილება “ენერგოპრო ჯორჯიას” სატარიფო განაცხადის შესახებ და მათი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ “ენერგოპრო ჯორჯიას” მომხმარებლებს ელექტროენერგიის ტარიფი გაეზარდათ.
როგორც ცნობილია, “ენერგოპრო ჯორჯია”, კახეთის და თბილისის გარდა, ელექტროენერგიით ქვეყნის ყველა რეგიონს ამარაგებს.
ჯერ-ჯერობით უცნობია როდის დაინიშნება “თელასის” განაცხადის განხილვასთან დაკავშირებით მარეგულირებელი კომისიის სხდომა.