„კონსტიტუციური მონარქიის საკითხები საქართველოში“ ამ სახელწოდებით კვლევის წარდგენა და სისკუსია-მსჯელობა გაიმართა თბილისი მერიოტში. “საქართველოს მენეჯერთა ასოციაციის“ ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე იმსდჯელეს კონსტიტუციური მონარქიის მომხრე და მოწინაღმდეგე მხარეებმა, ასევე ამ სახკითხით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა და მოქალაქეებმა. შეხევდრას ესწრებოდნენ ასევე, სამეფო კლუბის წევრებიც. შეფასდა ამ საკითხთან დაკავშრებული დადებითი და უარყოფითი მხარეები, საფრთხეები და უპირატესობები.
შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზ „დოქტრინას“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების ანგარიში – კონსტიტუციური მონარქიის საკითხებთან დაკავშირებით. კვლევა მაისი-ივნისის თვეში თბილისის მასშტაბით ჩატარდა, გამოყენებული იყო რაოდენობრივი მეთოდი, ხოლო შერჩევა შემთხვევითი სტიქიური შერჩევის საფუძველზე მოხდა. ჯამში გამოიკითხა 560 რესპოდენტი, მათ შორის 54%-ს ქალბატონები, ხოლო 41%-ს მამაკაცები წარმოადგენდნენ. ასევე, გამოკითხულთა შორის ყველაზე მეტად ჭარბობდნენ 18-23 წლამდე ასაკის რესპოდენტები (48%). გამოკითხულთა უმრავლესობა (91%) იყო ქართველი, 1,7-1,7% სომეხი და აზერბაიჯანელი. რაც შეეხება რესპოდენტების განათლებას, მათ ძირითად ნაწილს წარმოადგენდნენ უმაღლეს დამთავრებულები (61%), ხოლო არასრული უმაღლესი განათლების მქონე რესპოდენტები საერთო ოდენობის 37%-ს შეადგენდნენ.
Tbilisi Times კვლევის შედეგებთან დაკავშირებით სოციოლოგ ოთარ სალდაძეს ესაუბრა: “როგორც კვლევამ გამოავლინა, გამოკითხულ რესპოდენტთა უმრავლესობა თვლის, რომ საქართველოს სამეფო დინასტიას ბაგრატიონები წარმოადგენენ (89,3%), ხოლო სამეფო ტახტის მემკვიდრედ გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონს ასახელებენ (39,3%). გამოკითხულთა მხოლოდ 30% ემხრობა მონარქიის აღდგენას, 65% თვლის, რომ მონარქიის აღდგენის შემთხვევაში ეს უნდა მოხდეს რეფერენდუმის გზით, ხოლო გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (61%) მიიჩნევს, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად მონარქიის აღსადგენად. კვლევა აჩვენებს, რომ მონარქიის აღდგენის შემთხვევაში შეიკვრება საზოგადოება, გაუმჯობესდება ურთიერთობები სხვა მონარქიული წყობის ქვეყნებთან, მოგვარდება შიდა პოლიტიკური კონფლიქტები და ხაზი გაესმება საქართველოს უძველეს კულტურასა და ისტორიას, თუმცა საზოგადოების აზრით მონარქიის აღდგენის შემთხვევაში ჩნდება თავად-აზნაურობის აღდგენის საფრთხე, მოხდება საზოგადოების კლასიფიცირება, საჭირო გახდება ისტორიული ციხე-სიმაგრეების აღდგენა-რეაბილიტაცია რაც დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული და საზოგადოებას სამეფო კარის შენახვა ძვირი დაუჯდება.”
კვლევის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა გადავიდა დისკუსია/დებატების რეჟიმში. ღონისძიებაზე განიხილეს საქართველოში მონარქიის ისტორიის ძირითადი აქცენტები.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზის, ისტორიის კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი რუსია: “პირველ რიგში საზოგადოებრივი კვლევიდან ჩანს ის, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს არ ესმის კონსტიტუციური მონარქიის ცნება. აქედან გამომდინარე, მოქალაქეები ხშირად არაადეკვატურიები არიან კონსტიტუციურ მონარქიაზე მსჯელობისა. ზოგადად, ამ იდეის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების მხრიდან ხშირად ვისმენთ უსუსურ აქცენტებსა და არგუმენტებს. მართალია შედეგემა აჩვენა, რომ 50% მხარს არ უჭერს კონსტიტუციურ მონარქიას და ემხრობა მხოლოდ 30%. თუმცა, კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ გამოკითხულთა ნახევრზე მეტს არ ესმის კონსტუტუციური მონარქიის მნიშვნელობა. ამიტომ, ვერ გეტყვით რამდენად რელევანტურია დაფიქსირებული პოზიცია, რეალური განწყობის და დამოკიდებულების. კვცლევის საფუძველზე, გამოიკვეთა მნიშვნელოვანი და საგულისხმო ტენდენცია, რომ მონარქიის შემთხვევაში გაძლიერდება ეროვნული თვითმყოფადობის შეგრძნება და კონსერვატიული ელემენტები ჩვენს საზოგადოებაში. საბოლო ჯამში ირკვევა, რომ თემა აქტუალურია, თუმცა თუ ჩვენ გვინდა რეალური და ობიექტური სურათი მივიღოთ, აუცილებელია დამატებითი კვლევების წარმოება და გასვლა რეგიონის მასშტაბებითაც. ასევე, აუცილებელია ინფორმირებულობა საზოგადოების და ამის შემდეგ იქნება საგულისხმო მათი პოზიციები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გვექნება რაღაც პოზიციები, რომლის შინაარსშიც და მნიშვნელობაშიც ვერ ვერკვევით. ვფიქრობ ეს ისეთი საკითხია, რომელზეც საზოგადოებამ გადაწყვეტილება სრული ინფორმირებულობის პირობებში უნდა მიიღოს. თავად კვლევიდან იკვევა ასევე ისიც, რომ სულ 10 წელი არ უნდა მოხდეს ამ საკითხების რეალურ ჭრილში განხილვა, რომ საზოგადოება ამისთვის მზად არ არის და ამას გამოკითხულთა ის ნაწილიც აფიქსირებს, რომელიც საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის მომხრეა .”
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პოლიტოლოგები, რომლებმაც საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის შემოღების სირთულეებსა და საკითხზე მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა ალექსანდრე წურწუმიამ ინფორმირებულობის საკითხებზე ისაუბრა:
„თვითონ ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზ „დოქტრინას“ მიერ ჩატარებული კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფაქტორის გამო, რომ მსგავსი კვლევა აქამდე არასდროს ჩატარებულა და სოციოლოგიური გამოკითხვა ყოველთვის კარგად გვაჩვენებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულებების სურათს. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია გამართული დისკუსია, რადგან პოზიციები სხვადასხვა მხრიდან იყო წარმოდგენილი. ცალსახად გამოიკვეთა, რომ ამ საკითხზე მუშაობა არის საჭირო, რადგან ყველას ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი ამ მიმართულებით, საერთოდ ღირს თუ არა კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრება საქართველოში და ასევე რამდენად აუცილებელია მასთან დაკავშირებული სირთულეებისა და დაბრკოლებების ანალიზი”.
მონარქისტი, გია ჭანტურია:
„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მიხარია რომ დღევანდელ დისკუსიაში ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა, რადგან მომავალი მათია და მთავარი სიტყვა მათ ეთქმით. რაც შეეხება თავად მონარქიის ინსტიტუტს საქართველოში, საზოგადოება ამისთვის ამ ეტაპზე მზად არ არის, რადგან მოსახლეობაში ძალიან ბევრი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემებია, ხალხს ოჯახების რჩენა უჭირს და ბუნებრივია ახალი სხეულის შემოსვლა, რომლის შენახვაც მათ ძვირი დაუჯდებათ, ბუნებრივია მათში პროტესტის გრძნობას ბადებს. მე მიმაჩნია რომ სამუშაო ძალიან ბევრია როგორც მონარქისტების, ასევე არამონარქისტების მხრიდან. თუმცა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მაინც მიმაჩნია, რომ საქართველო კონსტიტუციური მონარქიისთვის მზად არ არის. საბედნიეროდ, ჩვენ სახეზე გვაქვს საერთაშორისო მასშტაბის საუკეთესო მაგალითები, როგორიცაა დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, სკანდინავიური ქვეყნების მაგალითები. ამ ქვეყნებიდან ჩვენ საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილება უნდა ავიღოთ და ის დავნერგოთ საქართველოში, რადგან არ გვჭირდება ცდების ჩატარება. თუმცა ამ ყველაფრისთვის საზოგადოებას მომზადება, 15-20 წლის შემდეგ რეფერენდუმის ჩატარება და მის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება სჭირდება კონსტიტუციური მონარქიის შემოღება,არ შემოღების საკითხთან დაკავშირებით.“.
შეხვედრაზე საქართველოს მენეჯერთა ასოციაციას წარმოადგენდა ეკონომიკური პოლიტიკის მკვლევარი ასისტენტ-პროფესორი, გიორგი მიქანაძე:
„საქართველოს მენეჯერთა ასოციაცია იწყებს მუშაობას ერთი ძალიან საინტერესო სპეციფიკით. ეს არის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით მუშაობა. პროექტის ფარგლებში „სამოქალაქო აქტივობა და მენეჯერული უნარ-ჩვევები“ დღეს მოეწყო შეხვედრა-დისკუსია თემაზე „კონსტიტუციური მონარქიის საკითხები საქართველოში“. ის, რომ თემა საზოგადოებრივად აქტიურია, კვლევის შედეგებიდანაც გამოჩნდა. დღეს საკმაოდ მწვავე დისკუსია წარიმართა კონსტიტუციური მონარქიის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. შეხვედრიდან ნათლად წარმოჩინდა, რომ ამ საკითხებზე კარგად აქვთ ნაფიქრი ორივე მხარეს და საკმაოდ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ვერ გეტყვით, რამდენად კარგად და ჯანსაღად მიდის ეს პროცესი, თუმცა ამაზე ადამიანები ფიქრობენ, მუშაობენ. პირადად ჩემი აზრი რომ დავაფიქსირო, ფაქტობრივად ვეთანხმები კვლევის შედეგებს და მეც ცალსახად მიმაჩნია, რომ ჯერჯერობით ადრეა ჩვენს ქვეყანაში კონსტიიტუციური მონარქიის აღდგენის საკითხის წამოწევა. ვფიქრობ წლებია საჭირო, რომ საზოგადოებაში ინფორმირებულობის დონემ აიწიოს, გამოიკვეთოს პოზიციები და პიროვნებები, თუ ვის რა პოზიცია და არგუმენტები აქვს. ამის შემდგომ, სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში, საზოგადოებამ თავად უნდა გადაწყვიტოს, დაუჭერს მხარს კონსტიტუციურ მონარქიას, – თუ არა. ვფიქრობ, შედეგიანი და აზრიანი რომ იყოს, მოსახლეობის 90%-ზე მეტი უნდა ფლობდეს სრულ ინფორმაციას დადებითი და უარყოფითი მხარეების თაობაზე, რისკებზე და საფრთხეებზე. მხოლოდ ამის შემდგომ შეიძლება იყოს რაციონალური გადაწყვეტილებები მიღებული. ეს რაც შეეხება პირადად ჩემს პოზიციას დღევანდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით. თუმცა, ჩვენი მუშაობის სფერო არ არის კონსტიტუციური მონარქიის საკითხები. პროექტის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგ-კურსები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. დაგეგმილია სიმულაციური თამაშები და მოდელირებები. შემოდგომაზე ახალგაზრდა მეცნიერებისთვის ორგანიზებას გავუწევთ სამეცნიერო კონფერენციას და პერიოდულად მოვახდენთ შეხვედრების ორგანიზებას მეცნიერებთან. თვითონ პროექტის მიზანია, რომ იმ ახალგაზრდებში, რომლებიც არიან საზოგადოებრივად აქტიურები ვესაუბროთ და გავუღრმავოთ ცოდნა მენეჯმენტის, პროექტების მართვის, კომუნიკაციებისა თუ სხვა საქმიან საკითხებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს მათ, რომ თავიანთ აქტიურობას სწორი მიმართულება მისცენ, იყვნენ რაციონალურები, შეძლონ აქტივობების უფრო ეფექტური დაგეგმვა-განხორციელება და თავად, როგორც აქტიურმა ადამიანებმა, მეტი შედეგები დადონ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საქმეში.“
შეხვედრა ჩატარდა ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზ „დოქტრინას“, სამოქალაქო ურთიერთობების კარი – „თაობასა“ და საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით.
The Tbilisi Times