რუსეთის მოსახლეობის მესამედი ყველაზე მტრულ ქვეყანად საქართველოს მიიჩნევს.
ამის შესახებ „ინტერფაქსი“ ლევადა ცენტრის გამოკითხვაზე დაყრდნობით იუწყება.
გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მიმართ ყველაზე მტრულად და აგრესიულად განწყობილ ქვეყანად ამერიკის შეერთებულ შტატებს მიიჩნევს.
აშშ-ს ხმა 38%-მა მისცა, რუსების აზრით მეორე ადგილზე საქართველოა 33%-ით, შემდეგ ლატვია ლიტვა და ესტონეთი მოდიან, 21, 17, 16, პროცენტებით.
რუსეთის მიმართ ყველაზე კეთილგანწყობილ ქვეყანად რუსები ბელარუსს მიიჩნევენ (85%), შემდეგ კი ევროკავშირის ქვეყნები არიან.
20.06.13