საზოგადოება, დამოკიდებულება, სირთულეები, “კომფორტი” თუ “დისკომფორტი”: ეს ყველაფერი ასე თუ ისე თან ახლავს ნებისიმიერ პროფესიას. რა თქმა უნდა კარგი და იშვიათია, როცა შენი პროფესიით მუშაობ, მაგრამ მოგვეხსენება ისიც, რომ ეს უფრო იშვიათად ხდება. ზოგადად საქართველოში ყველა თუ არა ბევრი, ცდილობს იშრომოს, იბრძოლოს და მიიღოს შრომის საკუთარი საფასური. “თბილისი თაიმსი” გთავაზობთ ახალ და განსხვავებულ რუბრიკას, რომელიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ერთ დღეს გაგაცნობთ. ჩვენი პირველი რესპონდენტი პროფესიით მეეზოვე, კარინა მგოიანია.
რამდენი წელია რაც მეეზოვედ მუშაობთ? რა სიძნელეები შეგხვდათ პირველ ეტაპზე?
– 7 წელია, რაც მეეზოვედ ვმუშაობ, სხვაგან ვერსად ვერ ვიშოვე სამსახური. თავიდან ძალიან მეთაკილებოდა, ვტიროდი, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავვარდი სხვა გზა არ მქონდა. დილას ძალიან ადრე გავდიოდი სახეზე პირბადეს ვიფარებდი, რომ არავის ვეცნე. ამის გამო დილის 6-საათზე ვასრულებდი ჩემს მოვალეობას. მერე მივხვდი, რომ შრომა სათაკილო არ იყო.
მოგვიყევით თქვენს ოჯაზე?
– ასაკით პატარა ვიყავი, როცა ბინა დავკარგე და მეუღლესაც გავშორდი. დავრჩი მარტო პატარა შვილთან და ავადმყოფ დედასთან ერთად.
რომელ საათზე და როგორ იწყება თქვენი სამუშაო დღე? კვირის განმავლობაში რომელ დღეს, ან რომელ დღეებში ისვენებთ?
– სამუშაო დილის 8 საათიდან ვიწყებ, ვმუშაობ 12-ის ნახევრამდე. კვირაობით და დღესასწაულებზე ვისვენებ, ასევე წელიწადში ერთთვიანი შვებულება მაქვს.
მოგვიყევით თქვენს დღის განრიგზე, რა ძირითად მოვალეობებს ასრულებთ დღის განმავლობაში?
– მოცემული დროის განმავლობაში აუცილებლად უნდა დავასუფთავო ქუჩები, სკვერები და გაზონები.
გაქვთ თუ არა შესვენება? რომელი საათიდან რომელამდე?
– შესვენება არ მაქვს 12-ის ნახევრამდე ვმუშაობ. შემდეგ მივდივარ სახლში, ჩემი შვილისა და ავადმყოფი დედის მოსავლელად.
კმაყოფილი ხართ თუ არა? როგორ მოხვდით ამ პროფესიაში?
– რა თქმა უნდა ცოტათი ძნელია, მაგრამ ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ. მადლობა ღმერთს, რომ მე ამ სამსახურში ვმუშაობ.
როგორია საზოგადოების დამოკიდებულაბა თქვენს მიმართ?
– საზოგადოებას არაჩვეულებრივი დამოკიდებულება აქვს ჩემს მიმართ.
რამდენია თქვენი თვიური ანაზარაურება და რამდენად გყოფნით?
– ანაზღაურება 400 ლარი მაქვს და შეძლებისდაგვარად მყოფნის. ასე თუ ისე ვუმკლავდები, ჩემს გაჭირვებულ ცხოვრებას.
რა აკლია ჩვენს ქალაქს? როგორია თქვენი თავლით დანახული თბილისის ერთი დღე?
– ქალაქს სისუფთავე აკლია მიუხედავად იმისა, რომ მეეზოვები ბევრნი ვართ, მაინც ბევრი ნაგავია. კარგი იქნებოდა მეტი ჯარიმები დაწესდეს.
რა სირთულეებს აწყდებით ხშირად?
– ჩვენ გვაქვს მწვანე ურნები, რომლებიც მძიმეა და ძნელია მათი აწევა. ზაფხულში კი, შედარებით მეტი მტვერი და ნაგავია.
რაზე ოცნებობთ?
– ვოცნებობ მქონდეს საკუთარი ბინა.
ესაუბრა
სალომე აფხაზაშვილი