ნატოს სარდლობა სამხედრო ქმედებების მართვას ადგილობრივ ხელისუფლებას, ქვეყნის პირველ პირს გადასცემს,–ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ს რუსული სამსახური ავრცელებს.
1989 წლიდან, როდესაც ავღანეთი საბჭოთა კავშირის ჯარმა დატოვა, ავღანეთის ხელისუფლება პირველად ამ წლების განმავლობაში, ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალურ ცერემონიას ავღანეთის პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი დაესწრებიან.
ISAF-ის მისიაში ამ ეტაპზე 97 ათასი სამხედროა წარმოდგენილი. ნატოს ჯარი ავღანეთს 2014 წლის ბოლოს დატოვებს.
20.06.13