ესპანეთის სამეფოში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება დასრულდა. როგორც “თბილისითაიმსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს , 2015 წლის აპრილში ესპანეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ – კონგრესმა მოახდინა შეთანხმების ავტორიზაცია, რის შემდგომაც 27 მაისს მოხდა მისი რატიფიცირება სენატში.
საბოლოოდ, რატიფიცირების პროცესი დასრულდა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ის მიერ ივლისის შუა რიცხვებში ხელმოწერის დასმით, რაც ოფიციალურად ბრიუსელს28 ივლისს ეცნობა.
ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება უკვე 24 ქვეყანას აქვს რატიფიცირებული.