დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მალხაზ მჭედლიშვილმა, იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ და გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა კობალაძემ ევროპის XIII ახალგაზრდული ზაფხულის ფესტივალის „თბილისი-2015“-ის დაჯოლდოვების ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა.
მალხაზ მჭედლიშვილმა და კობა კობალაძემ, ქართველ და უცხოელ სტუმრებთან ერთად, ცურვის ორ, კერძოდ „ბრასის“ და გულაღმა ცურვის სახეობებში გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვეს და პროფესიულ ასპარეზზე წინსვლა და გამარჯვება უსურვეს.
იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ კი, მძლეოსნობაში გამარჯვებული ვაჟები და გოგონები დააჯილდოვა. თევდორე კობახიძემ ახალგაზრდა სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება.ფესტივალის პროგრამაში სპორტის 9 სახეობაა ჩართული: ძიუდო, ჩოგბურთი, ცურვა, ფრენბურთი, ველოსპორტი,ტანვარჯიში, ხელბურთი, კალათბურთი და მძლეოსნობა.
შეჯიბრში 50 ქვეყნის 4000 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.