• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
შაბათი, ივნისი 25, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home მთავარი მოვლენები

“სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი”: ,,იდენტობის“ წევრები განზრახ ახდენდნენ დაპირისპირების ხელშეწყობას, რაც ორიენტირებულია გრანტების მოზიდვაზე”

2013/06/20
in მთავარი მოვლენები, საზოგადოება
1 0
1
SHARES
9
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა“ 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით კვლევა მოამზადა. როგორც კვლევის პრეზენტაციაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, კვლევაში აღწერილ, აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ორგანიზაციის 10 თანამშრომელი აკვირდებოდა.

კვლევის თანახმად, სხვადასხვა სახის მძიმე და მსუბუქი დაზიანება მიიღო ლგბტ აქციის მოწინააღმდეგე აქციის ათობით წევრმა, მათ შორის არასრულწლოვანმა.

მძიმედ დაზიანდა ერთ–ერთი ჟურნალისტი ხატია კალმახელიძე. ასევე, საშუალოდ მძიმე დაზიანებები მიიღო სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა.

დაზიანდა რამდენიმე კერძო ავტომობილი, სამარშრუტო ავტობუსი, მიკროსამარშრუტო ტაქსი, ქვის ან/და სხვა საზის ნივთების გამიზნული თუ არაგამიზნული სროლის შედეგად დაზიანდა სუპერმარკეტ ,,პოპულის“ ფასადი.

,,სასულიერო პირებისა და მრევლის მიერ 17 მასის აქცია აღქმული იყო ლგბტ პირების პროპაგანდად. პროცესის ესკალაციას ხელს უწყობდა ყოფილი პოლიტპატიმარი, წარსულში რელიგიურ ექსტრემიზმში შემჩნეული გიორგი გაბედავა, რომელიც გამოირჩეოდა დისკრიმინაციული გამონათქვამებით, აგრესიული შეძახილებით და მოწოდებებით, ფიზიკურად გასწორებოდნენ ლგბტ აქტივისტებს“, _ ნათქვამია დასკვნაში და აღნიშნულია, რომ საზოგადოების ეს რეაქცია ბუნებრივია, რადგან მათ დიდ ნაწილს აქვს ნეგატიური დამოკიდებულება ლგბტ პირების მიმართ.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ,,იდენტობის“ წევრები განზრახ ახდენდნენ დაპირისპირების ხელშეწყობას, რაც ორიენტირებულია გრანტების მოზიდვაზე და არა რეალურად ამ პირების იდენტობის გაზრდაზე.

,,ვფიქრობთ, რომ დაპირისპირების ესკალაციაში თანაბარი წვლილი მიუძღვის ორგანიზაცია ,,იდენტობას“, აქციაზე მყოფ სასულიერო პირებს, რელიგიური ექსტრემიზმის ნიადაგზე გაერთიანებულ ადამიანებს“, _ აცხადებენ ორგანიზაციაში და საკმაოდ ეფექტურად აფასებენ შსს–ს ღონისძიებას, დაეცვა ლგბტ აქციის მონაწილეები, თუმცა მიიჩნევენ, რომ მეტი სამართალდამცავი პირის მობილიზების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა საზოგადოებრივი წესრიგის უკეთ დაცვა. დასკვნის თანახმად, საბოლოო ჯამში საქართველოში ლგბტ ადამიანის უფლებები იზღუდება მხოლოდ პარადის/აღლუმის ან საჯარო პროპაგანდის პირობებში. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, დასკვნის თანახმად, 17 მაისს დაირღვა კონსტუტუციის 19–ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ყველა ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის და რწმენის თავისუფლება; დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილი თავისუფლებების შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ შელახავს სხვათა უფლებებს.

,,17 მაისის შემთხვევაში ლგბტ აქტივისტების მიერ გამართული მანიფესტაცია აბსოლუტურად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა და მათი აზრისა და შეხედულების გამოვლენა არ ლახავდა სხვათა უფლებებს, შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარის მიერ სავარაუდოდ, დაირღვა საქართველოს კონსტუტუციის 19–ე მუხლი“, _ აღნიშნულია დასკვნაში. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აქციაში მონაწილე ყველა დამნაშავე პირმა პასუხი უნდა აგოს სათანადოდ  მათ შორის სასულიერო პირებმაც, აღნიშნულ ინფორმაცია დაიბეჭდა  დღეს გაზეთ „ახალ თაობაში“.

20.06.13

fb-share-icon
Tweet
Tags: "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი":იდენტობის“ წევრები განზრახ ახდენდნენ დაპირისპირების ხელშეწყობასრაც ორიენტირებულია გრანტების მოზიდვაზე"
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

“ლონდონი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალი მსოფლიო ომის შემთხვევაში დაიბომბება” –  პუტინის მოკავშირე  
ახალი ამბები

“ლონდონი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალი მსოფლიო ომის შემთხვევაში დაიბომბება” – პუტინის მოკავშირე  

2022/06/24
24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა
ახალი ამბები

24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა

2022/06/24
უმძიმესი მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ – არცერთი რეალური, ძლიერი ოპოზიციური არხი არ არსებობდა ქვეყანაში და დღეს ეს ადამიანები გამოდიან და თავისუფალ მედიაზე გვესაუბრებიან 
ახალი ამბები

დეოლიგარქიზაციის საკითხზე ბრიუსელისგან განმარტებას მოვითხოვთ – ღარიბაშვილი

2022/06/24
Next Post

გურამ ოდიშარია: „ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის დროს იუნესკოს ბევრ რჩევა არ გაითვალისწინეს“

დავით ნარმანია: "ყოველთვის პრემია ყველას ნამდვილად არ ეძლევა“

სექტემბრიდან თამბაქოზე აქციზი იზრდება

Discussion about this post

ახალი ამბები

“ლონდონი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალი მსოფლიო ომის შემთხვევაში დაიბომბება” –  პუტინის მოკავშირე  
ახალი ამბები

“ლონდონი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალი მსოფლიო ომის შემთხვევაში დაიბომბება” – პუტინის მოკავშირე  

2022/06/24
0

ლონდონი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალი მსოფლიო ომის შემთხვევაში დაიბომბება - ეს განცხადება პუტინის ახლო მოკავშირემ, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ანდრეი გურუევმა გააკეთა. "ჩვენ გავანადგურებთ...

სრულად
24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა

24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა

2022/06/24
უმძიმესი მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ – არცერთი რეალური, ძლიერი ოპოზიციური არხი არ არსებობდა ქვეყანაში და დღეს ეს ადამიანები გამოდიან და თავისუფალ მედიაზე გვესაუბრებიან 

დეოლიგარქიზაციის საკითხზე ბრიუსელისგან განმარტებას მოვითხოვთ – ღარიბაშვილი

2022/06/24
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებას უფასოდ გაუწევს 

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებას უფასოდ გაუწევს 

2022/06/24
ციფრებით ხატვა, ალმასების მოზაიკა – განსატვირთი პროდუქტები “მშვიდი”-სგან 

ციფრებით ხატვა, ალმასების მოზაიკა – განსატვირთი პროდუქტები “მშვიდი”-სგან
 

2022/06/23
თერჯოლელი ახალგაზრდა მუშაობას Google-ში დაიწყებს 

თერჯოლელი ახალგაზრდა მუშაობას Google-ში დაიწყებს 

2022/06/23
ჩემი ქალიშვილი რატომ აგებს პასუხს იმაზე, მე რას ვიღებ?! – გოგი ხოშტარია  

ჩემი ქალიშვილი რატომ აგებს პასუხს იმაზე, მე რას ვიღებ?! – გოგი ხოშტარია  

2022/06/23

საინტერესო

საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის  საელჩო გაიხსნა

საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნა

8 წელი ago

ირაკლი პეტრიაშვილი: შრომის ინსპექცია არ არსებობს, თუმცა პარლამენტს მისი შექმნის ვალდებულება აქვს

4 წელი ago
„ტიტესია“ – სანთლები გამორჩეული ვიზუალითა და არომატით

„ტიტესია“ – სანთლები გამორჩეული ვიზუალითა და არომატით

1 კვირის ago
ირაკლი ალასანია სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა

ირაკლი ალასანია სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა

8 წელი ago

კალენდარი

ივნისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მაი    

სიახლეები

  • “ლონდონი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალი მსოფლიო ომის შემთხვევაში დაიბომბება” – პუტინის მოკავშირე   2022/06/24
  • 24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა 2022/06/24
  • დეოლიგარქიზაციის საკითხზე ბრიუსელისგან განმარტებას მოვითხოვთ – ღარიბაშვილი 2022/06/24

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In