ქართველმა ძიუდოისტმა 60 კილოგრამიან წონით კატეგორიაში იტალიელი მანუელ ლომბარდო დაამარცხა და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პირველი ქართველი გამარჯვებული გახდა.
ბეგლარაშვილმა ნახევარფინალურ შეხვედრაში ჰოლანდიელი ლარს კანტიუსი დაამარცხა. მანამდე კი ბეგლარაშვილმა სომეხი ძიუდოისტი ტიგრან ბადალიანი და აზერბაიჯანელი ისმაილ იბრაჰიმოვი დაამარცხა.
ქართველი ძიუდოისტის ფინალურ შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.