მთავარია, ბაგრატის ტაძარი საზოგადოებაში განხეთქილების მიზეზი არ გახდეს. ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიაშარიამ განაცხადა. ოდიშარიას თქმით, პოლიტიკურ პარტიათა აზრებს მნიშვნელობა არ აქვს.
მინისტრები მიდიან და მოდიან, მაგრამ ბაგრატი მარადიულია და ის რჩება. ბაგრატის რესტავრაცია მალე დამთავრდება და ის ფუნქციონირებას დაიწყებს, მაგრამ ეს ის ბაგრატი არ იქნება. ბაგრატი გახდება იმის სიმბოლო, თუ როგორ არ უნდა ვიჩქაროთ. მისი პირველადი სახე როგორმე უნდა შეგვენარჩუნებინა. რესტავრაციის დროს იუნესკოს ბევრ რჩევა არ გაითვალისწინეს. ბრუნო კარგი სპეციალისტია, მაგრამ პროცესში გვაინ ჩაერთო. მან გააკეთა ის, რაც გააკეთა“, – ამბობს გურამ ოდიშარია.
კულტურის მინისტრის თქმით, იუნესკოს ბევრი ქვეყნის ძეგლი აქვს დაცული, რომლებიც ქვეყნებისთვის პრესტიჟის საგანს წარმოადგს.
„საბერძნეთსა და იტალიაში ისეთი ისტორიული ძეგლებია, რომლებსაც არც სახურავი და არც კედლები არ გააჩნიათ, მაგრამ მათი ამოშენების შესახებ არავის უფიქრია“, – აღნიშნავს ოდიშარია.
როგორც მინისტრ ამბობს, იუნესკოს სიიდან ტაძრის ამოღების პროცესი დიდი ხანია დაწყებულია, თუმცა, ის ამ პროცესის დასრულების ვადებს ვერ ასახელებს.
20.06.13