დიდუბეში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. ცეცხლი საღებავების საწყობს გაუჩნდა. გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებაც. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო ბრიგადა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მიერ ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს, რადგან აფეთქების საშიშროება არსებობს.
ცეცხლთან ერთად ტერიტორიაზე ძლიერი შავი კვამლია.