ანჯელინა ჯოლიმ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს დაივიწყონ უთანხმოებები და გაერთიანდნენ, რათა შეაჩერონ ძალადობა სირიაში. მისი თქმით, სირიის ნახევარი მოსახლეობა-10 მილიონი ადამიანი- წლის ბოლოსთვის სურსათის გარეშე დარჩება.
ჰოლივუდის მსახიობმა- სააგენტოს Ассошиэйтед Пресс გადმოცემით – სირიაში ომს უწოდა ყველაზე სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისი მსოფლიოში.
,,მოვუწოდებ საერთაშრისო ლიდერებს: გთხოვთ, გადადეთ თქვენი უთანხმოება, გაერთიანდით იმისათვის, რომ შეჩერდეს ძალადობა და დიპლომატიამ წარმატება მოიპოვოს. მილიონობით ხალხის სიცოცხლე თქვენს ხელთაა’’- განაცხადა მსახიობმა იორდანიაში გამოსვლისას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობების თანახმად, სირიიდან გაქცეული ლტოლვილთა რიცხვმა მიაღწია 1,5 მილიან ადამიანს. კონფლიქტი, რომელიც გრძელდება 2011 წლის მარტიდან, შეიწირა სულ მცირე 93 ათასი ადამიანის სიცოცხლე.
21.06.13
მარინა ფიდუაშვილი