“ბარსელონა” ევროპის სუპერთასის გამარჯვებული გახდა. “ბარსელონამ” “სევილია” დამატებით დროში ანგარიშით, 5:4 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი შეცვლაზე შემოსულმა პედრომ გაიტანა. ამ დროისთვის ფეხბურთელები ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავენ, რის შემდეგაც მათ სუპერთასი გადაეცემათ.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. მის გარდა, “ბარსელონადან” გოლები გაიტანეს რაფინიამ და ლუის სუარესმა. “სევილიადან” გოლები ბანეგამ, რეიესმა, გამეირომ და კონოპლიანკამ გაიტანეს.
შეხვედრა თბილისში “დინამო არენაზე” მიმდინარეობდა და მას 51 940 გულშემატკივარი ესწრებოდა.