”მე ვერთვები წინასაარჩევნო კამპანიაში და ორშაბათიდან ვიწყებ აქტიურ შეხვედრებს კლუბებთან, რეგიონალურ ფედერაციებთან და ასოციაციებთან. ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში გაგაცნობთ ჩემს ხედვას, თუ როგორ ვგეგმავ ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის მუშაობას” – ამის შესახებ, ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერძე წერს.
“კვირის განმავლობაში იქნება საინტერესო სამუშაო შეხვედრები, აზრთა გაზიარება და დასკვნითი შეხვედრა ყველა ასაკის ვეტერან ფეხბურთელებთან. ასევე უახლოეს დღეებში დავრეგისტრირდები ოფიციალურ კანდიდატად. წინ ბევრი საიტერესო აქტივობაა დაგეგმილი. ჩემი მიზანია ვიყო მაქსიმალურად გახსნილი გულშემატკივრებისთვის, საზოგადოებისთვის და არამარტო საფეხბურთო სამყაროსთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის, რადგან ფეხბურთი ჩვენი ცხოვრებაა.
ჩვენ საერთო ძალისხმევით შევუქმნით ქართულ ფეხბურთს უკეთეს მომავალს. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. დინამოელებს კი ვულოცავ გამარჯვებას!” – წერს ქართველი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი.