დღეს, სამბულის პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა, რათა ტაკსიმის მოედანზე დემონსტრანტები დაეშალა.
ამის შედეგად, აქციის მონაწილეების დაშლა მოხერხდა.
გარდა ამისა, პოლიციამ ტაკსიმის მოედანთან ყველა მიმავალი გზა დაბლოკა, რათა აქციის განმეორობა აიცილოს თავიდან.
ახლო მდებარე სახლების მაცხოვრებლები, დემონსტრანტების მხარდაჭერის ნიშნად ქვაბებს უბრახუნებდნენ და ხმაურობდნენ, შეძახილებით: ” პოლიცია, ნუ უღალატებ შენს ერს!”
აქციის მონაწილეები, შეიკრიბნენ ტაკსიმის მოედანზე, რათა მაისის ბოლოს აქციაში მონაწილე დაღუპულ ადამიანებს პატივი მიუგონ.
ოფიციალური მონაცემებით, ამ მოვლენების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით დაშავდა.
23.06.13
ბელა არუთინოვი