ვროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი გიორგი კვირიკაშვილს მისალოც წერილს უგზავნის და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობისას წარმატებას უსურვებს.
„იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენი მინისტრობის პერიოდში, საქართველო ეფექტიანად გაუმკლავდება საგარეო პოლიტიკის წინაშე მდგარ გამოწვევებს, რაც სრულ თანხვედრაში იქნება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან და ქართველი ხალხის ინტერესებთან“ – აცხადებს ტორბიორნ იაგლანდი, რომელიც გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს დემოკრატიული პროგრესის მიმართ ევროპის საბჭოს სრულ მხარდაჭერაში არწმუნებს, რაც, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის თქმით, „მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მთელ რეგიონში დემოკრატიული ღირებულებებისა და უსაფრთხოების განმტკიცებას“, – ნათქვამია წერილში.