საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე, C ჯგუფის მასპინძელი ქვეყანა ხორვატია 71:58 დაამარცხა.
იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა, 4 მეოთხედიდან 3 დამაჯერებლად მოიგეს. ნაკრების რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო დუდა სანაძემ, რომელმაც ბოლო მეოთხედში ყველაზე მეტი შედეგიანი ტყორცნა განახორციელა. სანაძემ, ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ და ვიქტორ სანიკიძემ მატჩში 12-12 ქულა მოაგროვეს, თორნიკე შენგელიამ 11 ქულის მოგროვება შეძლო, 10-10 ქულა კი ნაკრებს მანუჩარ მარკოიშვილმა და ჯეისონ პულენმა მოუტანეს.
ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები 2 მოგებითა და სამი მარცხით მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა და თუკი საბერძნეთმა ჰოლანდიას მოუგო, ქართველი კალათბურთელები ფლეი-ოფში ითამაშებენ, სადაც კოკოშკოვის გუნდი D ჯგუფში პირველ ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება.