ჩვენი დედაქალაქის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი უკვე დიდი ხანია გახდნენ „იეჰოვას მოწმეთა“ ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ქუჩაში ბროშურებს ავრცელებენ და ხალხს თავინთი სწავლების შესახებ ინფორმაციას აწვდიან.
„თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა ამ ადამიანების ყოველდღიურობით, როგორ იწყებენ ისინი მსახურებას, რაიმე პრობლემები ხომ არ ექმნებათ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში სტენდებთან ქადაგებისას და როგორია ხალხის განწყობა მათ მიმართ. გასარკვევად ადგილზე მივედი და შევეცადე თავად მათ გავსაუბრებოდი, კერძოთ, მარჯანიშვილისა და თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებოდი.
ორგანიზაციის წარმომადგენლება კომენტარზე უარი თქვეს და როგორც ამიხსნეს ეს საქმიანობა მათთვის ღვთის მსახურების ნაწილია და ევალებათ მხოლოდ ბროშურების გავრცელება და საუბარი თავიანთ სწავლებაზე. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა თქვა ეს მათი ცხოვრების ნაწილია.
მეც შემომთავაზეს ამეღო, წამეკითხა ბროშურა. შემდეგ, მივსულიყავი „დარბაზში“ და დავსწრებოდი მსახურებას, სადაც მათი “ძმები” და “დები” გამცედნენ ყველა კითხვაზე პასუხს. ან დამეტოვებინა ჩემი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, რომელზეც კომპეტენტური პირი დამიკავშირდებოდა.
მთხოვეს მათი საუბარი არ ჩამეწერა. ჩემს კითხვაზე, თუ როგორია ხალხის განწყობა მათ მიმართ? მითხრეს, რომ ყველანაირი ტიპის ადამიანი ხვდებათ ყოველდღიურად.
უნდა ავღნიშნო, რომ როდესაც გაიგეს ჟურნალისტი ვიყავი და მათგან ინტერვიუს აღება მინდოდა, გაუკვირდათ და ცოტა არ იყოს დაიბნენ. ყველანაირად ცდილობდნენ თავი აერიდებინათ კითხვებზე პასუხის გაცემისგან.
თავისუფლების მოედანზე ერთ-ერთი „იეჰოვას მოწმეთა“ ორგანიზაციის წარმომადგენელისგან მათი ვებ-გვერდის მისამართი შევიტყვე – Jw.org საიდანაც ვიგებთ, რომ მსოფლიო მასშტაბით 2015 წლის მარტში იეჰოვას მოწმეთა კრებები – 165 390 სტენდით უზრუნველყვეს. მანამდე ათასობით ლიტერატურის სტენდი, მაგიდა და კიოსკი იქნა შეძენილი. კარდაკარ ქადაგება მსახურების ძირითად მეთოდად ითვლება. თუმცა სტენდებით ქადაგებაც ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა, რომლის მაგალითებიც არის მოყვანილი.
„თბილისი თაიმსი“ შეეცდება დაუკავშირდეს „იეჰოვას მოწმეთა“ ორგანიზაციის ხელმძღვანელობას და მათგან მიიღოს პასუხები იმ კითხვებზე, რომელზეც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა არ თუ, ვერ უპასუხეს.
მასალა მოამზადა
სოფიკო ნინიკაშვილმა