ამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე საქართველოდან რეჟისორ ლევან თუთბერიძის “მოირა” იქნება წარდგენილი. ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ კონოთეატრ “ამირანში” სპეციალურად შექმნილმა კომისიამ მიიღო. ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე წარსადგენი ფილმი სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. კომისიის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, რეჟისორები ნანა ჯორჯაძე, ზაზა ურუშაძე, გიორგი ოვაშვილი, ასევე მსახიობი ნატო მურვანიძე, სცენარისტი ვაჟა გიგაშვილი, კინომცოდნე ლელა ოჩიაური და პროდიუსერი ნოშრე ჩხაიძე. სპეციალურად შექმნილ კომისიას გამარჯვებული ორ ფილმს შორის უნდა ამოერჩია. დასახელებულ ლევან თუთბერიძის “მოირასთან” ერთად განიხილებოდა ასევე მოჰსენ მახმალბაფის “პრეზიდენტი”, რომელიც ოთხი ქვეყნის: საქართველოს, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის კინოპროდუქციას წარმოადგენს. კომისიის წევრებმა რეჟისორ ლევან თუთბერიძეს გამარჯვება მიულოცეს. სპეციალურად შექმნილი კომისია გამარჯვებულ ფილმს ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე ოქტომბრამდე წარადგენს. ჯანელიძემ ასევე აღნიშნა, რომ საუკეთესო ფილმების “შორტ ლისტი” ამერიკის კინოაკადემიის მიერ იანვარში გამოცხადდება, ოსკარების დაჯილდოვება კი აპრილში გაიმართება.