საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ დედაქალაქის ყოფილის მერის, გიგი უგულავას რამდენიმე საათიანი ზეიმი რამდენიმე საათიან ზეიმად დარჩება.
როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თბილისი ყოფილი მერის, გიგი უგულავას პოლიტიკური განცხადებები პრევენციას ჰგავს.
“სასამართლოს გადაწყვეტილების არსი არ ცვლება, თუ მისთვის უნდა მიესაჯათ, მაინც მიუსჯიან. თუკი მას მოლოდინი ჰქონდა, რომ მიუსჯიდნენ, ეს მოლოდინი ახლაც ექნება, რადგან მოსამართლისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ბრალდებული რა მდგომარეობაშია”, – განაცხადა მეჭიაურმა.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და გიგი უგულავას ადვოკატების მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება გამოიტანა და თბილისის ყოფილი მერი პატიმრობიდან გაათავისუფლა.