საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა. “ბორჯღალოსნებმა” ტონგა ინგლისის ქალაქ გლოჩესტერში, “ქინგსჰოლმ სთედიუმზე” ანგარიშით 17:10 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებიდან ქულები მერაბ კვირიკაშვილმა (ორი გარდასახვა, ერთი ჯარიმა), მამუკა გორგოძემ (ლელო) და გიორგი თხილაიშვილმა (ლელო) მოიპოვეს.
ამ გამარჯვებით საქართველომ 4 ქულა მოაგროვა.
ამავე ჯგუფში ხვალ არგენტინა ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება, ხოლო საქართველო შემდეგ შეხვედრას 25 სექტემბერს ახალ ზელანდიასთან, უელსში, კარდიფის “მილენიუმზე” გამართავს.