ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ბიძინა ივანიშვილი იერუსალიმის მართლმადიდებლურ საპატრიარქოს ეწვია და იერუსალიმის პატრიარქს, მის უწმინდესობა თეოფილოს III-ს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრმა მის უწმინდესობას მოახლოებული წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაული მიულოცა და ქართველი სასულიერო პირებისთვის არაერთხელ გაწეული გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
25.06.13