საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ინგლისში, მსოფლიოს თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, არგენტინასთან 54:9 დამარცხდა.
არგენტინელებმა მატჩის მეორე ნახევარში 6 ლელო დაუდეს და ყველა გარდასახვაც უშეცდომოდ შეასრულეს.
რაც შეეხება პირველ ნახევარს, არგენტინელებს პირველ ნახევარში ქართველების წინააღმდეგ თამაში ოდნავ გაუჭირდათ, მიუხედავად იმისა, რომ საწყის წუთებში მათ ლელო გაიტანეს. არგენტინელები შესვენებაზე 5 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ 14:9 იმარჯვეს. ქართველი მორაგბეებისთვის საბედისწერო 45 წუთი გამოდგა, როდესაც მსაჯმა მოედნიდან 10 წუთით მამუკა გორგოძე გააძევა, რის შემდეგაც არგენტილებმა რამდენიმე ლელოს დადება მოახერხეს.
ამ მარცხის შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა მეოთხედფინალში გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგეს.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები C ჯგუფში ახალი ზელანდიის, ტონგას, არგენტინისა და ნამიბიის ნაკრებებთან ერთად თამაშობს, მეოთხედფინალში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები გადიან.
ამ დროისთვის ჯგუფში პირველ ადგილზეა ახალი ზელანდია 9 ქულით. ამ გამარჯვებით 5 ქულა გაუხდა არგენტინას და მეორე პოზიციაზე გადაინაცბლა, საქართველო 4 ქულით მესამე პოზიციას იკავებს, 1 ქულით მეოთხეზეა ტონგა, ხოლო 0 ქულით ბოლო ადგილს ნამიბია იკავებს.
რაგბის მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა ტონგასთან გამართა და ანგარიშით 17:10 მოიგო.