დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეწვევა, – ტონი ბლერი ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში მოიწვია, რაზეც დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ტონი ბლერთან ნიუ იორკში შედგა.
შეხვედრაზე საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს.