საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო.
როგორც “თბილისი თაიმსს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მისი მეუღლის სახელით მიღება გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სხდომასთან დაკავშირებით გაიმართა.