24-27 სექტემბერს დანიაში ვადორიუს ევროპის მე-18 ჩემპიონატი ჩატარდა (ქ.ჰოლსტებრო).
ჩემპიონატი აკრედიტირებული იყო მსოფლიოს კარატეს ფედერაციის მიერ და მონაწილეობა მიიღო ევროპის 18-მა ქვეყანამ. მათ სორის საქართველომაც იასპარეზა, სულ 10 კაცისგან შედგებოდა ჩვენი სპოერტული დელეგაცია. მიხეილ მახარაძე – დელეგაციის ხელმძღვანელი; მალხაზ ხვედელიანი – რეფერი; ვასილ მაღლაკელიძე – რეფერი; ანასტასია ბერიკაშვილი – სპორტსმენი; ზურაბ მუკვანი – სპორტსმენი; ნიკიტა ბელიავსკი – სპორტსმენი; ლუკა ხვედელიანი – სპორტსმენი; ტარიელ სამხარაძე – სპორტსმენი; გიორგი აფციაური – სპორტსმენი; ნატა არველაძე – სპორტსმენი;
საქართველოს გუნდმა წარმატებით იასპარეზა და 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მედლები მოიპოვეს:
ოქროს მედალი – კადეტი ვაჟების გუნდური კუმიტე (12-13 წლები)
ტარიელ სამხარაძე, ლუკა ხვედელიანი, გიორგი აფციაური.
ოქროს მედალი – კადეტი ვაჟების ინდივიდუალური კუმიტე (14-15 წლები, -63კგ. კატეგორია) ნიკიტა ბელიავსკი.
ვერცხლის მედალი – კადეტი ვაჟების ინდივიდუალური კუმიტე (12-13 წლები, -57კგ. კატეგორია) ტარიელ სამხარაძე.
ბრინჯაოს მედალი – იუნიორი ვაჟების ინდივიდუალური კუმიტე (16-17 წლები, -68კგ. კატეგორია) ზურაბ მუკვანი.
ასევე გამოვლინდა ჩემპიონატის 5 საუკეთესო მსაჯი და საქართველოს ორივე მსაჯი მალხაზ ხვედელიანი და ვასილ მაღლაკელიძე აღიარებულ იქნენ ერთ-ერთ საუკეთესო მსაჯებად.
საერთო ჩათვლაში ჩვენმა მცირერიცხოვანმა გუნდმა 7 კაცის შემადგენლობით მე-8 საპატიო ადგილი დაიკავა.
„პრემიერ ლიგა“ ერთ-ერთი მაღალი კატეგორიაა და აქ თუნდაც საპრიზო წარმატება მსოფლიო რეიტინგებზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს. ამავე დღეებში საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების ასევე მცირე შემადგენლობა გერმანიის ქალაქ კობურგში ასპარეზობდა „პრემიერ ლიგაზე“. დავით ტყებუჩავამ, მესამე ადგილი დაიკავა და ამ გამარჯვებით წინ წაიწია მსოფლიო კარატეს რეიტინგში.
ნუგზარ ჭიაბერაშვილი,
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი