საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი აირჩიეს.
ფარული კენჭისყრით, 18-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა ლევან კობიაშვილს, ხოლო 15-მა – რევაზ არველაძეს.
კიდევ ერთ კანდიდატ მამუკა კვარაცხელიას კი – არც ერთმა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა – რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა.
აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებდა.
ჰოლიდეი ინნ”-თან დილიდანვე შეკრებილი იყვნენ კანდიდატების მხარდამჭერები. ყრილობის დაწყებას წინ დიდი ვნებათაღელვა უძღოდა და ერთი ხანობა, არჩევნების ჩატარება სათუოც გახდა, რისი მიზეზიც წინა დღეს, დელეგატის გუგა გობეჯიშვილისდაკავება გახდა. ამ მიზეზით არჩევნების ბოიკოტირებას რევაზ არველაძე აპირებდა.
გობეჯიშვილი გაათავისუფლეს, მის ნაცვლად კი ხმის უფლება “ქომაგთა ლიგის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ პეტრიაშვილმა მიიღო.