ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველი გამოცდა ხვალ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება.
ტესტებს საგამოცდო ცენტრებამდე პოლიციის სამმართველოებიდან 06:30 საათზე მიიტანენ, გამოცდის პირველი სესიისათვის რეგისტრაცია 08:00 საათზე, ხოლო საგამოცდო პროცესი 09:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს 12 ქალაქში გახსილ 18 საგამოცდო ცენტრში პირველ სესიაზე 10 ათასზე მეტი აბიტურიენტი გაივლის ტესტირებას. საგამოცდო პროცესში ჩართულია 1 800-ზე მეტი მეთვალყურე და კურატორი.
დაახლოებით ამდენივე აბიტურიენტია მეორე სესიაზე. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე, გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება.
ყველა საგამოცდო ცენტრში გახსნილია სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილია პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით, ნებისმეირი სახის ინციდენტის თავიდან ასაცილებლად კი ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე იმორიგევებს სასწრაფო დახმარების მანქანა და სამაშველო სამსახური. წესრიგს საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს.
09:00 საათზე ტექნიკური უნივერსიტეტის სარეგისტრაციო დარბაზში, მედიის წარმომადგენლებისთვის პირველი განცხადება გაკეთდება, 19:00 საათზე კი გამოცდების ეროვნული ცენტრის მედიაცენტრში შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართება.
26.06.13