საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო დამზადება-გამოყენების ფაქტი გამოავლინა.
გამოძიების ინფრომაციით, შპს SKIPPER-ის ხელმძღვანელი პირების მიერ, სისტემატურად ხდებოდა დიდი ოდენობით FAIRY-ის ნიშანდებული პროდუქციის მართლსაწინააღმდეგო დამზადება და რეალიზაცია.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შპს SKIPPER-ის საწარმოდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის კუსტარულად დამზადებული სარეცხი საშუალება და წარმოებისთვის გამზადებული სასაქონლო ნიშნები.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.