ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ქუჩები და სახლები. ადგილზე მობილიზებულია შსს-სსაგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე მაშველები.
როგორც “თბილისი თაიმსს” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, ამ წუთებში მიმდიანრეობს სამაშველო, ამოტუმბვითი და გაწმენდითი სამუშაოები.
მათივე ცნობით, ღონისძიებებში ჩართულია: როგორც ქობულეთის, ასევე, ბათუმის, ფოთის, გურიის, იმერეთის და სამეგრელოს ადგილობრივი ჯგუფები. თბილისის განსაკუთრებით საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოდან დასახმარებლად გაემგზავრა 15 კაციანი ჯგუფიც.
აღნიშნული სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს და სულ 90-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული.