შპს „სინათლის ქალაქმა“ თბილისის ანძის დაზიანებული სანათების დემონტაჟი დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ შპს „სინათლის ქალაქი“-ს დირექტორთან, ვასილ ხორავასთან ერთად დაათვალიერა.
სამუშაო პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გასტანს, ახალ წელს კი თბილისის ანძა ახალი განათებით შეხვდება.
„დღეიდან, ანძის ძველი ნაწილების დემონტაჟი დავიწყეთ. სანათების დიდი ნაწილი მწყობრიდან არის გამოსული. ახალ „ლედ სანათებს“ ჩვენს მიერ შერჩეული იტალიური კომპანია ეტაპობრივად, სამ ნაწილად მოგვაწვდის. ყველა პირობის გათვალისწინებით, ახალ წელს თბილისის ანძა ახლებურად იქნება განათებული“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.