საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის ენერგოუსაფრთხოების საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვას ითხოვს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მოკლე ინფორმაციაშია ნათქვამი, გიორგი მარგველაშვილი მთავრობის სხდომაზე “საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობის” განხილვას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ვიცე-პრემიერმა, კახი კალაძემ “გაზპრომის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართა, ხოლო “გაზპრომმა” ქართულ მხარესთან კიდევ ერთ მოსალოდნელ შეხვედრაზე გააკეთა განცხადება.