მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ, “რუსთავი 2”-ის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ადვოკატები დღევანდელ პროცესზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილებას ითხოვდნენ.
გადაწყვეტილების თანახმად, თამაზ ურთმელიძე “რუსთავი 2”-ის მფლობელებისა და ქიბარ ხალვაშის დაწყებული დავის განხილვას გააგრძელებს.
მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარის შუამდგომლობას არ ეთანხმებიან ქიბარ ხალვაშის ადვოკატები.