მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ რუსთავი 2 ის გენერალურ დირექტოის, სასამართლო სხდომაზე არ დაუშვა.
პროცესი 10 საათზე დაიწყო. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც წინა პროცესზე გააძევა, არც დღევანდელ სხდომაზე დაუშვა.
“გვარამია ვერ შემოვა სხდომაზე, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და შეგიძლიათ გაასაჩივროთ”, – განაცხადა ურთმელიძემ.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განცხადებით, გვარამიამ მოსამართლეს უვიცი უწოდა და შოუ დადგა. მისი თქმით, არ არის აუცილებელი მისი დასწრება, მისი მხრიდან გრძელდება სასამართლოს მიმართ შეურაცხყოფა. ამ მოტივით ურთმელიძემ გაძევებული გვარამიას სასამარტლო პროცესზე დაშვებაზე უარი თქვა.