”BEST DRINK” საერთაშორისო სადეგუსტაციო კონკურსია, რომელიც უკრაინაში მეოთხე წელია იმართება, წელს კონკურსში მონაწილეობდა 21 კომპანია, მათ წარმოადგინეს საკუთარი პროდუქციის 58 ნიმუში, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიებში.
კომპანია „ასკანელი ძმები“-მა “Best Drink”-ზე 5 სხვადასხვა ნომინაციაში გავიდა პირველ ადგილზე. „ასკანელი ძმების“ პროდუქცია
„Best Drink“-ის ორგანიზატორების ინფორმაციით, წარმოდგენილი იყო „ასკანელი ძმების“ 2 სახეობის კონიაკი – „ARAGVELI XO“ და „”ARAGVELI“ შესაბამისად 9 და 5 წლის დაძველებით. ორივე ამ სასმელმა უმაღლესი შეფასება და პირველი ადგილი დაიმსახურა. კონიაკი „ ARAGVELI XO“ შეაფასეს როგორც შეუდარებელი და „პრემიუმ კლასის საუკეთესო კონიაკი“-ს სტატუსი მიანიჭეს; კონიაკმა „ ARAGVELI“ კი 2 ნომინაციაში გაიმარჯვა – „საუკეთესო ქართული კონიაკი“ და „კონიაკის საუკეთესო ნაზავი“.
კონკურსზე „ასკანელი ძმების“ კონიაკებთან ერთად, კომპანიის ღვინოებიც დაჯილდოვდნენ – ღვინო „ქინძმარაულმა“, სამარკო ნიშნით „გოჩა“, მიიღო პირველი ადგილი ნომინაციაში „საუკეთესო ქართული ღვინო“; ხოლო „ხვანჭკარა“ დაჯილდოვდა როგორც „საუკეთესო ქართული ღვინო. ხარისხის ეტალონი“.
კომპანია “ასკანელი ძმებისთვის” 2013 წელი საიუბილეოა, მას დაარსებიდან 15 წელი უსრულდება. სწორედ 1998 წელს დაარსდა “ასკანელი ძმები”, რომელმაც საუკუნოვანი ტრადიცია გააგრძელა და ამ ხნის განმავლობაში ხარისხისა და წარმატების სიმბოლოა როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ღვინისა და ბრენდის ბაზარზე.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის ისტორია ბევრად უფრო ადრე, 1880 წელს გურიის სოფელ ასკანაში დაიწყო. მისი ისტორია ანთიმოზ ჩხაიძეს უკავშირდება, რომელმაც ასკანაში ღვინის მარანი დააარსა. სწორედ ამ თარიღიდან იწყება დროის ათვლა. მის მიერ დამზადებული ღვინოები მრავაფეროვნებითა და განსაკუთრებული არომატით გამოირჩეოდნენ. ასე გრძელდება დღესაც, ანთიმოზ ჩხაიძის შთამომავლებმა გააგძელეს წინაპრის ტრადიცია და დღესსაქართველოსა და მსოფლიოს საუკეთესო ღვინოსა და ბრენდის სთავაზობენ.
28.06.13